მიმდინარე საქმიანობა


საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია შინაგანი მედიცინის ECIM 24-ე კონგრესზე

2026 წლის 25-28 მარტს ქალაქ ვენაში ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის - EFIM ეგიდით გაიმართა ევროპის შინაგანი მედიცინის 24-ე კონგრესი ECIM 2026. ECIM წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას შინაგანი მედიცინის კუთხით, რომელიც აერთიანებს დარგის ყველა მიმართულებას. კონგრესში საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის სახელით მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის პროფესორი თამარ ყანდაშვილი, საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის წევრები, თსსუ შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის პროფესორები და დოქტორანტები.

შინაგან დაავადებათა #3 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ყანდაშვილი მიწვეული იყო, როგორც საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი და კონგრესზე იგი წარსდგა მომხსენებელად და პულმონოლოგიური სესიის თავმჯდომარის სტატუსით, ხოლო მაია გოცაძე ინფექციურ პათოლოგიათა სესიის თავმჯდომარის სტატუსით. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს EFIM-ის გენერალური ასამბლეის მუშაობაში, რომელიც 2026 წლის 25 მარტს ვენაში გაიმართა ECIM 2026-ის ფარგლებში.

ევროპის შინაგანი მედიცინის კონგრესი ECIM 2026 შინაგანი მედიცინის კუთხით ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელმაც გააერთიანა დარგის თითქმის ყველა მიმართულება. კონგრესის მუშობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 41 ეროვნულმა სამედიცინო საზოგადოებამ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან კონგრესის მუშაობაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის წევრები: შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის პროფესორები - მაია გოცაძე, მარინა ნონიაშვილი და პედაგოგები ქეთევან საღრიშვილი და ნათია მდივანი.

დეპარტამენტმა წარადგინა 7 ნაშრომი ორალური პრეზენტაციებისა და პოსტერული მოხსენებების სახით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის პროფესორები კონგრესის ფარგლებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის სამეცნიერო და კლინიკურ სამუშაო ჯგუფებში, ვორქშოპებში. დაესწრნენ პროფესიულ და სამეცნიერო ლექციებსა და პრეზენტაციებს, სადაც განხილული იყო შინაგანი მედიცინის თითქმის ყველა მიმართულების უახლესი მიღწევები, თანამედროვე მიდგომები და დადასტურებული იყო დიდი ძალისხმევა შინაგანი მედიცინის გაუმჯობესების მიმართულებით, როგორც მთელ ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სახელობითი სტიპენდიები თერაპიის სპეციალობის პოპულარიზაციისთვის

2004 წელს საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელმა, 2004–2021 წლებში საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა #3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 2015–2021 წლებში, ამჟამად კი ემერიტუს-პროფესორმა დავით გორდელაძემ 2001 წლიდან მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დანიშნა სახელობითი სტიპენდიები:

  • პროპედევტიკის კათედრის ასისტენტის, ცნობილი კლინიცისტის და პედაგოგის, ექიმ ოთარ გვანცელაძის სახელობის სტიპენდია — 2021–2024 წლებში
  • შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის კათედრის გამგის, პროფესორ შიო გუგეშაშვილის სახელობის სტიპენდია — 2024–2026 წლებში
  • ემერიტუს-პროფესორ დავით გორდელაძის სახელობის სტიპენდია — 2021–2026 წლებში

სახელობითი სტიპენდიების დაარსების მიზანი გახლავთ წვლილის შეტანა თერაპიის სპეციალობის პოპულარიზაციის საქმეში, იმ ახალგაზრდა კოლეგების წახალისება და თანადგომა, რომლებსაც გამოთქმული აქვთ სურვილი გააგრძელონ საქმიანობა თერაპიული მიმართულებით, განსაკუთრებით კი შინაგან დაავადებათა სპეციალიზაციით.

წარმოგიდგენთ ემერიტუს-პროფესორის, დავით გორდელაძის მიერ თსსუ მედიცინის ფაკულტეტის მხარდაჭერილ სტუდენტებს:

  1. ზურაბაშვილი თამარი — ექიმ ოთარ გვანცელაძის სახელობის სტიპენდია, 2022/2023 სასწ. წ.
  2. ხარებაშვილი ნატო — ექიმ ოთარ გვანცელაძის სახელობის სტიპენდია, 2023/2024 სასწ. წ.
  3. ძამუკაშვილი ელენე — პროფესორ შიო გუგეშაშვილის სახელობის სტიპენდია, 2024/2025 სასწ. წ.
  4. ქუთათელაძე სალომე — პროფესორ შიო გუგეშაშვილის სახელობის სტიპენდია, 2025/2026 სასწ. წ.
  5. დვალიშვილი სოფიკო — ემერიტუს-პროფესორის დავით გორდელაძის სახელობის სტიპენდია, 2022/2023 სასწ. წ.
  6. ვარდოსანიძე თამუნა — ემერიტუს-პროფესორის დავით გორდელაძის სახელობის სტიპენდია, 2023/2024 სასწ. წ.
  7. ბადურაშვილი ელენე — ემერიტუს-პროფესორის დავით გორდელაძის სახელობის სტიპენდია, 2024/2025 სასწ. წ.
  8. ჩიჩუა ხატია — ემერიტუს-პროფესორის დავით გორდელაძის სახელობის სტიპენდია, 2025/2026 სასწ. წ.

საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის (EFIM) 23-ე კონგრესზე — ECIMI 2025

საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის (EFIM) 23-ე კონგრესზე ECIMI 2025 წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის 3 პროფესორით და 2 დოქტორანტით, სადაც წარადგინა 7 ნაშრომი ორალური პრეზენტაციებისა და პოსტერული მოხსენებების სახით. ღონისძიება გაიმართა 2025 წლის 5-8 მარტს იტალიის ქალაქ ფლორენციაში. კონგრესის გენერალურ ანსამბლეას უკვე ნამდვილი წევრის სტატუსით დაესწრო შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი თამარ ყანდაშვილი, რომელიც კონგრესზე იყო მეტაბოლური ცვლის სექციის მოდერატორი.

  1. 2024 წლის მარტში საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია (თავმჯდომარე პროფესორი თამარ ყანდაშვილი) მიღებული იქნა ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციაში სრულუფლებიან წევრად.

2) 2024 წელს შინაგანი მედიცინის კონგრესზე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის წევრები, თსსუს შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი N3-ის ხელმძღვანელი პროფესორი თამარ ყანდაშვილი, ასისტენტ პროფესორები მაია გოცაძე და მარინა ნონიაშვილი. აბსტრაქტები გამოქვეყნდა ჟურნალში იმპაქტ ფაქტორი-5.4. ხოლო კონგრესის მონაწილებმა მიიღეს 30 უპგ ქულა.

3) ამავე კონგრესზე მაია გოცაძე მიწვეული იქნა მიმდინარე სესიის თავმჯდომარედ.

4) ქალბატონი თამარ ყანდაშვილი EFIM-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სექტემბრის თვეში დასახელდა ევროპის შინაგანი მედიცინის საპატიო ელჩად.

5) ამა წლის ოქტომბერში მაია გოცაძე წარდგენილი იქნა 9th EFIM-დღისათვის მიძღვნილ შეხვედრაზე ბრიუსელში სესიის მოდერატორად.

6) საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების მხრიდან EFIM-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე „სამეცნიერო კვლევის დიზაინი" წარდგენილი იქნა შინაგანი მედიცინის მიმართულებით სერთიფიცირებული ახალგაზრდა ექიმი სოფიო ფსუტური.

7) საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების მხრიდან EFIM-ის ულტრაბგერის სამუშაო ჯგუფში წარდგენილი იქნა კარდიოექოსკოპისტი ნათია მდივანი.

8) მაია გოცაძე წარდგენილი იქნა შინაგანი მედიცინის გაიდლაინების ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში EFIM Guideline WG.

როგორც შარშან, ამ წელსაც კონგრესი იყო ახალი შესაძლებლობებით სავსე, განსაკუთრებით საინტერესო საქართველოს წარმომადგენლებისთვის. პროფესორმა თამარ ყანდაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე „პრობიოტიკების გავლენა ინსულინრეზისტენტობის მქონე პაციენტებზე". ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრს გადაეცა მონაწილის სერტიფიკატი და 25 უპგ ევროპული ქულა.